J & T Consulting

იურიდიული კომპანია “ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ ახალგაზრდა ქართველი იურისტების მიერ 2008 წელს დაფუძნდა. 2009 წლიდან მისი მმართველი პარტნიორი არის გიორგი ცერცვაძე, რომელიც დღესდღეობით დამოუკიდებლად უძღვება კომპანიის მართვას. 

მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი კომპანია ქართულ სამათლებრივ სივრცეში მოღვაწეობს, შეიძლება ითქვას, რომ მან უკვე დაიმკვიდრა თავი და შეიძინა საკუთარი ნიშა ბაზარზე, რაც, უპირველესად, გულისხმობს სანდოობასა და კვალიფიციურობაზე დაფუძნებული მომსახურების მაღალ სტანდარტს.  

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგში“ დასაქმებული იურისტების საქმიანობის სფეროა კერძო და ადმინისტრაციული სამართალი. ჩვენი კლიენტების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ მეწარმე სუბიექტები. შესაბამისად, ამ დრომდე დაგროვილი გამოცდილება, ძირითადად, უკავშირდება ბიზნეს ოპერატორების საქმიანობის სამართლებრივი მხარეების მოწესრიგებასა და მათ საიმედო წარმომადგენლობას სასამართლოში, არბიტრაჟსა თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ, უმეტესად, უცხოური ან უცხოელთა მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიები.

 ჩვენი გუნდის წევრები პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად აკადემიურ ასპარეზზეც მოღვაწეობენ. კერძოდ, კომპანიის მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე არის სამართლის დოქტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო  სიმონ ტაკაშვილი და ოთარ მაჩაიძე - ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტები. თეორიისა და პრაქტიკის წარმატებით ინტეგრირება ჩვენი საქმიანობის ძირითადი ამოცანაა, რაც არაერთხელ გამხდარა კონკრეტულ საქმეებში მოპოვებული უპირატესობის მიზეზი. 

„ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან და არის მათი ქვეკონტრაქტორი, რის გამოც შესაძლებლობა გვაქვს, მუდმივად ჩართულნი ვიყოთ როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ სამართლებრივ პროცესებში.  კომპანიის თანამშრომლები, ქართულის გარდა, საუბრობენ რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და თურქულ ენებზე, რაც აადვილებს და უფრო კომფორტულს ხდის კომუნიკაციას უცხოელებთან, რომელთაც სურთ საკუთარ ენაზე მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია თუ რჩევები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე.