სიახლეები

2020 წლის 17 სექტემბერს, 19:00 სთ.-ზე, გაიმართება ღონისძიება „გლობალური ბიზნესის მომავლის მშენებლობა - ზრდისა და ინვესტირების ხელშეწყობა მედიაციის საშუალებით“. კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის მეშვეობით. 

 

შეხვედრაზე საუბარი იქნება მედიაციის მნიშვნელობაზე საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების განვითარების კუთხით. საკითხები განხილული იქნება, როგორც ლოკალური, ასევე, გლობალური პერსპექტივიდან. ონლაინ შეხვედრაში  მონაწილეობას მიიღებენ მომხსენებლები და მსმენელები ამერიკიდან, ხორვატიიდან, საქართველოდან და უნგრეთიდან. ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს  მედიაციის ცენტრების, აკადემიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის, ბიზნესის, სავაჭრო პალატებისა და პროფესიული სერვის პროვაიდერების წარმომადგენლები, ასევე ნებისმიერი, მედიაციით დაინტერესებული პირი. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებს შორის აქტიურმა დისკუსიამ ხელი შეუწყოს მედიაციისა და ბიზნესის განვითარებას, საერთაშორისო კომერციული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

 

ღონისძიების მომხსენელები:

  • Eva Inzelt [უნგრეთი];
  • Srdan Simac [ხორვატია];
  • Giorgi Tsertsvadze [საქართველო]; 
  • Richard Steen [შეერთებული შტატები, ნიუ ჯერსი].

 

იხილეთ ვრცლად

ჩვენი კომპანიის საქმიანობით დაინტერესებული პირებისთვის ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ ჯეი ენდ თი ქონსალთინგმა გერმანელ პარტნიორებთან ერთად შექმნა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების გერმანიაში ცნობისა და აღსრულების პირველი პრეცედენტი. 

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი კომპანია აფართოებს ევროკავშირში ქართული გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების არეალს. 

ამჯერად, ჩვენი ბერძენი პარტნიორების აქტიური ჩართულობით, წარმატებით დასრულდა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცედურა საბერძნეთის სასამართლოში. ბერძნულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და დავალიანების დაკისრების შესახებ ქართული კომპანიის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სრულად ცნო და აღასრულა საბერძნეთის ტერიტორიაზე. 

განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც პირველ (გერმანია) ასევე მეორე (საბერძნეთი) შემთხვევაში ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდს ხელმძღვანელობდა ჩვენი კომპანიის უფროსი იურისტი, პროფესორი სიმონ ტაკაშვილი. 

იმედი გვაქვს, კვლავაც შევძლებთ ჩვენი კლიენტების დახმარებას ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცნობისა და აღსრულების საქმეში.  

იხილეთ ვრცლად

2020 წლის 30 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, გაიმართა ჩვენი კომპანიის უფროსი იურისტის, ოთარ მაჩაიძის სადისერტაციო ნაშრომის „უზრუნველყფის ღონისძიებების გამოყენების და ცნობა-აღსრულების პირობები საარბიტრაჟო წარმოებისას“ დაცვა. 

ოთარი სამი წლისგანმავლობაში, საქართველოსა და გერმანიაში (ჰამბურგი, მაქს-პლანკის შედარებითი და კერძო სამართლისინსტიტუტი) ახორციელებდა კვლევას ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორის გიორგი ცერცვაძის სამეცნიერო ხელმძღვანელობით.

ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდი ულოცავს ოთარს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებას და უსურვებს მას პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას!

იხილეთ ვრცლად

გამოქვეყნდა  სტატიათა კრებული- ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის თავისებურებები’’. 

კრებულში გაერთიანებულია 2019 წლის გაზაფხულზე, J&T CONSULTING-ის სასწავლო ცენტრის მიერ  გამართული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ნაშრომები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სხვადასხვა ასპექტების თემატიკაზე.

სტატიათა კრებულის ელექტრონული ვერსიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://drive.google.com/file/d/14T4EwgZvsAzrU1rEpgcOy2b7VQFud5Sy/view

 

იხილეთ ვრცლად

გაეროს ფონდებისა და პროგრამების ომბუდსმენის ოფისის ინიციატივით,  საჩივრებზე სათანადო, კომპეტენტური რეაგირებისა და  მედიაციის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, შეიქმნა გლობალური მედიაციის პანელი. 

 

ჩვენი გუნდი ძალიან მოხარულია გაცნობოთ, რომ „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე შერჩეულ იქნა გლობალური მედიაციის პანელის ერთ-ერთ მედიატორად. აღნიშული პანელი, გაეროს ხუთ ორგანიზაციას UNDP, UNFPA, UNICEF, UNOPS და UN-Women დამოუკიდებელი ორგანოს (ომბუდსმენის ოფისის) საშუალებით მისცემს შესაძლებლობას დავის წარმოშობის შემთხვევაში მათი რეაგირება იყოს უფრო ეფექტიანი, სწაფი, ნაკლებად სტრესული და კონფიდენციალური, ვიდრე ეს ტრადიციული გამოძიებისა, თუ საქმის წარმოების პროცესშია. 

იხილეთ ვრცლად