ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი, გიორგი ცერცვაძე ჯორჯ ფორსტერის მკვლევართა საზოგადოების პროგრამის გამარჯვებული გახდა

ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი, გიორგი ცერცვაძე ჯორჯ ფორსტერის მკვლევართა საზოგადოების პროგრამის გამარჯვებული გახდა. პროგრამა ხორციელდება ალესანდრე ფონ ჰუმბოლტის ფონდის (გერმანია) მიერ და განკუთვნილია გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი მეცნიერებისთვის რომელთა შერჩევაც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გიორგიმ მიიღო დაფინანსება კვლევითი პროექტისათვის და მომავალი სამი წლის განმავლობაში, სხავდასხვა დროს გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის კვლევით ცენტრებში და გერმანიის ფედერალურ საკარტელო უწყებაში იმუშავებს. საკვლევ თემად შერჩეულ იქნა კონკურენციის სამართალი. პროექტის მიზანია  ქართველი სტუდენტებისათვის კონკურენციის სამართლის სახელმძღვანელოს შექმნა.  

ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე კონკურსის შედეგები ოფიციალურად 21 თებერვალს გახდა ცნობილი. 

2017-02-21 13:49:02

დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტმა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგს" მადლობის სიგელი გადასცა

იხილეთ ვრცლად

კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნული კონკურსი

იხილეთ ვრცლად

სამუშაო შეხვედრა მედიაციის შესახებ სამომავლო კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე

იხილეთ ვრცლად

მაჩვენე ყველა