თედო ნინიძის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაცია

2016 წლის 11 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ თედო ნინიძის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაცია.

კრებული გამოიცა იურიდიული ფირმების - ,,ჯეი ენდ თი ქონსალთინგისა“ და „დეკერტ საქართველოს“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით.
საიუბილეო კრებულში აისახა ახალგაზრდა ქართველი იურისტების სამეცნიერო ნაშრომები სამართლის სხვადასხვა დარგის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე.

ღონისძიებას უძღვებოდა ჩვენი მმართველი პარტნიორი, გიორგი ცერცვაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან, ბატონ ირაკლი ბურდულთან, და EY Georgia-ს იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელთან, ბატონ გიორგი სვანაძესთან, ერთად.

კრებულში შესული სტატიების ავტორთაგან ერთ-ერთია ჩვენი უფროსი იურისტი, სიმონ ტაკაშვილი, რომელიც გახლდათ ასევე კრებულის სარედაქციო ჯგუფის წევრი. 

პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლა „დიდი ოთხეულის“ წევრმა კომპანიამ - "EY საქართველომ". 
კრებულის 200-მდე ეგზემპლარი გადაეცათ პრეზენტაციის დამსწრე პირებს.
 

2016-11-15 18:27:05

დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტმა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგს" მადლობის სიგელი გადასცა

იხილეთ ვრცლად

კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნული კონკურსი

იხილეთ ვრცლად

სამუშაო შეხვედრა მედიაციის შესახებ სამომავლო კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე

იხილეთ ვრცლად

მაჩვენე ყველა