წარმომადგენლობა სასამართლოში

სასამართლო ბიზნესისთვის დამატებით ხარჯებთან, მოუქნელ და დროში გაწელილ პროცესთან ასოცირდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების ან სხვისი უკანონო მოთხოვნისაგან თავდაცვის ერთადერთ გზად რჩება. სასამართლოში წარმომდაგენლობა ყველაზე “იურისტული” საქმიანობაა და ჩვენი კომპანია ამ შემთხვევაშიც მომსახურების სრულ სპექტრს გთავაზობთ.

პოტენციური ან მიმდინარე სასამართლო დავის შეფასება - ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვაფასებთ თქვენი საქმის სამართლებრივ პერსპექტივებს. ასეთი შეფასება ძირითადად ანალოგიურ საქმეებზე ქართული და უცხოური სასამართლო პრაქტიკის ანალიზს და საქმის გარემოებების ინდივიდუალურად განხილვას ემყარება. ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, გჭირდებათ თუ არა სასამართლო პროცესი - თქვენი საქმეა.

წარმომადგენლობა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში - ჩვენი კომპანის ადვოკატები უზრუნველყოფენ თქვენი ინტერესების დაცვას საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლოში (თუ საკონსტიტუციო სარჩელი კავშირშია ბიზნესთან და არ არ არის დაკავშირებული პოლიტიკური უფლებების განხორციელებასთან). მომსახურების ეს სეგმენტი ასევე მოიცავს სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზსა და მათი გასაჩივრების პერსპექტივების შეფასებას. 

2016-03-23 10:09:26

სახელშეკრულებო სამართალი

იხილეთ ვრცლად

საბანკო სამართალი

იხილეთ ვრცლად

სადაზღვევო სამართალი

იხილეთ ვრცლად

სატელეკომუნიკაციო სამართალი

იხილეთ ვრცლად

მაჩვენე ყველა