ბაადურ ყიფიანი

ბაადურ ყიფიანი
პარტნიორი

ბაადურ ყიფიანი "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" პარტნიორია 2016 წლიდან.

ბაადური ქართველ იურისტებს შორის ყველაზე მდიდარი პრაქტიკული და აკადემიური საქმიანობის გამოცდილების მქონე იურისტია საბანკო სამართალში. მან ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იურისტის პოზიციაზე მუშაობა 1996 წელს დაიწყო და სხვადასხვა დროს იკავებდა წამყვან პოზიციებს საქართველოს ეროვნულ ბანკში.

2005-2007 წლებში იყო  საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

2003 -2005 წლებში იყო სს “პროკრედიტ ბანკის” იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

2002 - 2003 წლებში იყო ეროვნული ბანკის პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტის უფროსი;

2000-2002 წლებში იკავებდა ეროვნული ბანკში, ბანკის ლიკვიდაციის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის პოზიციას;

2007 წლიდან დღემდე პარალელურად იკავებს  BP Exploration (Caspian Sea) Ltd იურისტის  პოზიციას.

ბაადურ ყიფიანი 2000-2002 წლებში იყო ჯონ მარშალის სამართლის სკოლის (ჩიკაგო, აშშ) სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიის მფლობელი;

2003 წელს საქართველოში პირველს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი საბანკო სამართალში.

ბაადურ ყიფიანი არის საქართველოში მოქმედი საბანკო კანონმდებლობის მარეგულირებელი უმნიშვნელოვანესი და საკვანძო კანონების თანაავტორი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია საბანკო სამართლის ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა საბანკო საიდუმლოება, საბანკო საქმიანობის რეგულირების სამართლებრივი ასპექტები, თანამედროვე საბანკო ინსტიტუტების კლასიფიკაცია და ა.შ.

ბაადურ ყიფიანს საბანკო ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებით აქვს ფასდაუდებელი პრაქტიკული გამოცდილება, იგი უშუალოდ იყო ჩართული და წარმატებით დაასრულა რამდენიმე კომერციული ბანკისათვის ლიცენზიის მოპოვების სამართლებრივი პროცედურები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური , რუსული.

გიორგი ცერცვაძე
მმართველი პარტნიორი
სიმონ ტაკაშვილი
უფროსი იურისტი
თამარ ბენდელიანი
უფროსი იურისტი
მაჩვენე ყველა