გიორგი ცერცვაძე

გიორგი ცერცვაძე
მმართველი პარტნიორი

გიორგი ცერცვაძე "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი, სამართლის დოქტორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორია.  

გიორგი ცერცვაძემ იურიდიული განათლება 1999-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 2009 წელს იმავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საერთაშორისო არბიტრაჟის პრობლემურ საკითხებზე. სხვადასხვა დროს იყო მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის (გერმანია) ფოლკსვაგენის ფონდის (გერმანია), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (გერმანია), ჩუოს სამართლის სკოლის (იაპონია), იაპონის არბიტრთა ასოციაციაციის (იაპონია), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (აშშ), ვაინშტაინის (JAMS, აშშ), ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის (გერმანია) სამეცნიერო გრანტების და სტიპენდიების ბენეფიციარი და პროგრამების აქტიური მონაწილე.

2003 წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას. 2004 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციის წევრი, ხოლო 2012 წლიდან ფრანკ ევანსის კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის (ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ) მიერ ლიცენზირებული მედიატორი. 2008 წელს დააფუძნა იურიდიული ფირმა “ჯეი ენდ თი ქონსალთინგი” და 2009 წლიდან დღემდე მისი უცვლელი მმართველი პარტნიორია.

გიორგი ცერცვაძის ინტერესის სფეროში შედის, სამოქალაქო პროცესი  და არბიტრაჟი; მედიაცია და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სხვა საშუალებები; ინვესტიციების სამართლებრივი დაცვა და კორპორაციული მართვა; საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები და პრობლემური აქტივების მართვა; სატელეკომუნიკაციო სამართალი და საბანკო სამართალი.

გიორგი ცერცვაძე საქართველოში, გერმანიაში, ავსტრიაში, იაპონიასა და აშშ-ში გამოქვეყნებული ათზე მეტი სამეცნიერი ნაშრომის ავტორია. გარდა ამისა, "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი არის საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციასა და საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის სახელმძღვანელობის ავტორი, სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს და სამოქალაქო კოდექსის კომენტარის თანაავტორი. 

2011-2012 წლებში, როგორც მედიაციის ექსპერტი, იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით შექმნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრი.

2006 წლიდან დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, ბიზნეს ტრენინგების ასოციაციის, ევროპული აკადემიური ცენტრის და სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციების მიწვევით გიორგი ცერცვაძე აქტიურად ატარებს ტრენინგებს ბიზნესის სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული.  

სიმონ ტაკაშვილი
უფროსი იურისტი
თამარ ბენდელიანი
უფროსი იურისტი
მარი ციცქიშვილი
უფროსი იურისტი
მაჩვენე ყველა