თევდორე ნინიძე

თევდორე ნინიძე
ექსპერტი

თევდორე ნინიძემ იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც პირველ საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლა დაასრულა 1971 წელს, ხოლო 1975 წელს მან მოიპოვა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტში, მოსკოვში.

პროფესორი ნინიძე 1986 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. 2005 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი.

სხვადასხვა დროს პროფესორი ნინიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ, მთავარ პროკურატურაში გენერალურ პროკურორად, იუსტიციის მინისტრად, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

პროფესორი ნინიძის აკადემიური საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და შთამბეჭდავია ქართულ სამეცნიერო წრეში. იგი იყო საქართველოს კონსტიტუციაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, ასევე, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონზე მომუშავე კომისიების წევრი.

მის არაერთ პუბლიკაციას შორისაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი.

პროფესორი ნინიძის ავტორობითა და თანაავტორობით გამოცემული წიგნები სამაგიდოა დამწყები თუ შემდგარი იურისტებისთვის.

2014 წლიდან პროფესორი ნინიძე „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ მოწვეული ექსპერტია საერთაშორისო მასშტაბისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავებთან დაკავშირებულ საკითხებში. ჩვენი კლიენტების პოზიცია არაერთხელ გამყარებულა პროფესორ ნინიძის დასკვნებითა თუ კვალიფიციური შეფასებებით ქვეყნის გარეთ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული.

გიორგი ცერცვაძე
მმართველი პარტნიორი
სიმონ ტაკაშვილი
უფროსი იურისტი
თამარ ბენდელიანი
უფროსი იურისტი
მაჩვენე ყველა