თევდორე ნინიძე

ექსპერტი

კარიერა:  პროფესორი ნინიძე 1986 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. 2005 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი. სხვადასხვა დროს პროფესორი ნინიძე გახლდათ საქართველოს იუსტიციისმინისტრის მოადგილე,გენერალური პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. თანამედროვე ქართული სამართლის რეფორმირებასა და შექმნაში თედო ნინიძის როლი ცალსახად გამორჩეულია. მისი აკადემიური საქმიანობა ერთ- ერთი ყველაზე ხანგრძლივი და შთამბეჭდავია ქართულსამეცნიერო წრეში.

იგი იყო საქართველოს კონსტიტუციაზე, საქართველოს სამოქალაქოკოდექსზე, ასევე, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონზე მომუშავე კომისიების წევრი.

მის არაერთ პუბლიკაციას შორისაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის პირველი კომენტარები, რაც ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა და წარმოადგენს ქართველი იურისტების არაერთი თაობის სამაგიდო წიგნებს.  

2014 წლიდან პროფესორი ნინიძე „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ მოწვეული ექსპერტთა საერთაშორისო მასშტაბისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავებთან დაკავშირებულსაკითხებში.

საერთაშორისო არბიტრაჟში, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული სამართლის გამოყენების შესახებ კითხვებს თედო ნინიძე ყოველთვის ამომწურავად და ავტორიტეტულად პასუხობს, რაც ამ საქმეებში ჩვენი კლიენტების წარმატებას უზრუნველყოფს.

თედო ნინიძე სრულად კომპეტენტურია არა მხოლოდ ქართული, არამედ პოსტაბჭოთა სახელმწიფოების სამართლის მიმართულებითაც. მისი წარსული სამუშაოს გამოცდილების წყალობით მას აქვს წვდომა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამართლის უნიკალურ წყაროებთან და რესურსებთან და ამავე დროს ძალიან კარგად იცნობს საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვისა და მასში ექსპერტის მონაწილეობის სპეციფიკას.

 

განათლება: თევდორე(თედო) ნინიძემ იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტში, სადაც პირველ საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლა დაასრულა 1971 წელს, ხოლო 1975 წელს მან მოიპოვა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სსრ კავშირისმეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტში, მოსკოვში.

 

სამუშაო ენები: ქართული, რუსული.