ჯეი ენდ თი ქონსალთინგი 2008 წლის სექტემბერში დაფუძნდა. ამ დროს ახალი იურიდიული ფირმის დასაფუძნებლად საუკეთესო დრო ნამდვილად არ იყო, თუმცა მაინც შევძელით პირველი ნაბიჯების თამამად გადადგმა.

გამოცდილებასთან ერთად გამოიკვეთა ის ძირითადი პრინციპები, რაც ჯეი ენდ თი ქონსალთინგს ბაზარზე არსებული კონკურენტებისაგან გამოარჩევს.  უპირველესად, ეს გულისხმობს სანდოობასა და კვალიფიციურობაზე დაფუძნებული მომსახურების მაღალ სტანდარტს.  

ფირმის დამფუძნებლებმა თავიდანვე განსაზღვრეს, რომ საქმიანობის სფეროდ ვიწრო პროფილი - მხოლოდ ბიზნესის მომსახურება უნდა ყოფილიყო. ჩვენ არ ვმუშაობთ სისხლის სამართლის საქმეებზე. არც ერთ ჩვენს პარტნიორს ან თანამშრომელს არ აქვს სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობის უფლება.

ჯეი ენდ თი ქონსალთინგი პრაქტიკული და აკადემიური მიმართულების წარმატებული სინთეზის საუკეთესო მაგალითია, რაც არაერთხელ გამხდარა კონკრეტულ საქმეებში მოპოვებული უპირატესობის მიზეზი.  კომპანიის სამივე პარტნიორი: გიორგი ცერცვაძე, ოთარ მაჩაიძე და სიმონ ტაკაშვილი სამართლის დოქტორები და პროფესორები არიან. მათ აქვთ სხვადასხვა უნივერსიტეტებში აკადემიური საქმიანობის მდიდარი გამოცდილება.

ჯეი ენდ თი ქონსალთინგი ერთადერთი იურიდიული ფირმაა ბაზარზე, რომელსაც საკუთარი სასწავლო ცენტრი აქვს. ცენტრის პროექტები სტუდენტებისა და დამწყები იურისტებისათვის პრაქტიკული ცოდნის გადაცემას რამდენიმე წელია წარმატებულად ემსახურება.

ცალკე აღინიშვნის ღირსია ჩვენი ფირმის სოლიდური საერთაშორისო კავშირები და საერთაშორისო გამოცდილება, რაც საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მიღებაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა იურისდიქციაში ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ჩვენ შეგვიძლია თქვენი დახმარება ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და თურქულ ენებზე, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენი კომპანიის მომსახურების მოქნილობასა და ხარისხზე გარდა ამისა, მომსახურების ენების ფართო სპექტრი აადვილებს და უფრო კომფორტულს ხდის კომუნიკაციას უცხოელებთან, რომელთაც სურთ საკუთარ ენაზე მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია თუ რჩევები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე