ანა პაპკიაური იურიდიულ ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" პარტნიორი გახდა

04.07.2023

ანა პაპკიაური იურიდიულ ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგს“ პარტნიორის პოზიციაზე დაuბრუნდა.  

ანა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ გუნდს პირველად 2014 წელს შემოუერთდა და 2014-2015 წლებში იკავებდა იურისტის პოზიციას.

„მოხარული და ამავდროულად აღელვებული ვარ გავხდე საქართველოში  ერთ-ერთ წამყვანი იურიდიული ფირმის პარტნიორი. ეს დაწინაურება არის შედეგი მრავალწლიანი შრომისა და თავდადების.  მადლიერი ვარ მხარდაჭერისათვის და მოუთმენლად ველი შესაძლებლობას მოვახდინო ხანგრძლივი ეფექტი იურიდიულ სფეროზე. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა ვიმუშაო მაღალი რანგის პროფესიონალებთან.“