Hergüner Bilgen Özeke-ისა და J&T-ის თანამშრომლობა

12.11.2021

მიმდინარე წლის 1-5 ნოემბერს ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე მორიგი საქმიანი ვიზიტით სტამბულში იმყოფებოდა.

შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მიზანი იყო თურქულ იურიდიულ ფირმებთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და პოსტპანდემიური პერიოდისათვის ახალი პროექტების დაგეგმვა.

ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, თურქული ბაზრის ერთერთი ლიდერი Hergüner Bilgen Özeke  (https://herguner.av.tr) ჯეი ენდ თი ქონსალთინგთან ერთად პარტნიორობით ერთობლივი პროექტების განხორციელებას დათანხმდა. მხარეები შეთანხმდნენ პარტნიორობაზე ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა საერთაშორისო საინვესტიციო და კომერციული არბიტრაჟი, კონკუნრეციის სამართალი და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები. ერთობლივი ინტერესების სფეროში ასევე შედის სამშენებლო სექტორის და ექსპორტ იმპორტის იურდიული მხარდაჭერა.

დადგეგმვის პროცესშია ერთობლივი ღონისძიებები რომელიც მომავალ წელს განხორციელდება და ქართულ და თურქულ ბიზნეს საზოგადოებას კომპანიების ერთობლივ შეთავაზებებს გააცნობს.

შეგახსენებთ, რომ ეს საქმიანი ვიზიტი ჯეი ენდ თი ქონსალთინგის პოსტ პანდემიური პერიოდისათვის მომზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება და დაინტერესებულ საზოგადოებას სიახლეებს მომავალშიც მივაწვდით.