"ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" ორგანიზებით 2-დღიანი ტრენინგ-კურსი ჩატარდა

07.06.2016

4 და 5 ივნისს "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" ორგანიზებით ჩატარდა მორიგი ტრენინგ-კურსი თემაზე "არბიტრაჟი - ბიზნეს და საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება."

კურსს უძღვებოდნენ ჩვენი კომპანიის უფროსი იურისტები - სიმონ ტაკაშვილი და ოთარ მაჩაიძე. ტრენინგები გათვალისწინებული იყო კერძო სამართლით დაინტერესებული პირებისთვის და შეეხებოდა საერთაშორისო არბიტრაჟისა და საინვესტიციო სამართლის მნიშვნელოვან საკითხებს.

კურსის პირველ დღეს ოთარ მაჩაიძემ ზოგადად მიმოიხილა არბიტრაჟი, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე, საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები.

კურსის მეორე ტრენინგი დაეთმო საერთაშორისო საინვესტიციო დავების განხილვის სპეციფიკაზე მსჯელობასა და ისეთ ცალკეულ საკითხებს, როგორებიცაა საინვესტიციო დავის განხილვა ICSID-ის კონვენციის საფუძველზე, გამოსაყენებელი საპროცესო და მატერიალური სამართალი.

კურსის მონაწილეები, უმეტესად, სამართლის სტუდენტები იყვნენ. დასასრულს მათ გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები. 

"ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" კვლავაც აპირებს აქტუალურ თემებზე მსგავსი ტრენინგების შეთავაზებას სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის ასამაღლებლად და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვის.