J&T მხარს უჭერს მედიაციით დაინტერესებულ სტუდენტებს

02.11.2021

2021 წლის 30 ოქტომბერს ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ცერცვაძემ რიო დე ჟანეიროს კათოლიკური უნივერსიტეტის სპეციალური მიწვევით რჩევები და რეკომენდაციები მისცა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდს, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ ორგანიზებულ იმიტირებული მედიაციის შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას. რიო დე ჟანეიროს პაპის კათოლიკური უნივერსიტეტი ბრაზილიის უძველესი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც 1940 წელს რომის პაპის და ადგილობრივი კარდინალის ინიციატივით დაარსდა. ჯეი ენდ თი ქონსალთინგი მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტთა ინიციატივების საერთაშორისო მხარდაჭერას.