MSCA4Ukraine - უკრაინის მხარდამჭერი პროგრამა

10.01.2023

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის  შეჭრის საპასუხოდ ევროპის კავშირმა შექმნა ახალი სტიპენდიების სქემა - MSCA4Ukraine, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინიდან დევნილი დოქტორანტებისა და დოქტორების/პოსტ დოქტორების ფინანსურ მხარდაჭერას. სტიპენდიებისთვის გამოყოფილია 25 მილიონი ევრო, რაც სტიპენდიანტებს ევროპაში საქმიანობის გაგრძელებისა და უკრაინის კვლევითი და ინოვაციების საზოგადოებებთან კავშირის შენარჩუნების საშუალებას მისცემს. შერჩევის პროცესს წარმართავს ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდი ევროპული კონსორციუმის სახელით, Scholars at Risk Europe-ის ხელმძღვანელობითა და ირლანდიის Maynooth University-ის მასპინძლობით.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდმა MSCA4Ukraine-ის პროგრამის განაცხადების შემფასებლად და ექსპერტად მიიწვია ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორი, სამართლის დოქტორი გიორგი ცერცვაძე, რომელმაც მონაწილეების აპლიკაციები მარი სკლოდოვსკა-კიურის პოსტდოქტორანტურის სტიპენდიის სტანდარტული სქემის მიხედვით უნდა შეაფასოს.