ონლაინ ღონისძიება "გლობალური ბიზნესის მომავლის მშენებლობა - ზრდისა და ინვესტირების ხელშეწყობა მედიაციის საშუალებით"

14.09.2020

2020 წლის 17 სექტემბერს, 19:00 სთ.-ზე, გაიმართება ღონისძიება „გლობალური ბიზნესის მომავლის მშენებლობა - ზრდისა და ინვესტირების ხელშეწყობა მედიაციის საშუალებით“. კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის მეშვეობით. 

შეხვედრაზე საუბარი იქნება მედიაციის მნიშვნელობაზე საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების განვითარების კუთხით. საკითხები განხილული იქნება, როგორც ლოკალური, ასევე, გლობალური პერსპექტივიდან. ონლაინ შეხვედრაში  მონაწილეობას მიიღებენ მომხსენებლები და მსმენელები ამერიკიდან, ხორვატიიდან, საქართველოდან და უნგრეთიდან. ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს  მედიაციის ცენტრების, აკადემიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის, ბიზნესის, სავაჭრო პალატებისა და პროფესიული სერვის პროვაიდერების წარმომადგენლები, ასევე ნებისმიერი, მედიაციით დაინტერესებული პირი. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებს შორის აქტიურმა დისკუსიამ ხელი შეუწყოს მედიაციისა და ბიზნესის განვითარებას, საერთაშორისო კომერციული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

ღონისძიების მომხსენელები:

  • Eva Inzelt [უნგრეთი];
  • Srdan Simac [ხორვატია];
  • Giorgi Tsertsvadze [საქართველო]; 
  • Richard Steen [შეერთებული შტატები, ნიუ ჯერსი].

შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხსა და დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობის მიღების საშუალება შეხვედრის ნებისმიერ მონაწილეს ექნება.

ღონისძიების მასპინძლები/ორგანიზატორები არიან: ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის დავის გადაწყვეტის ინსტიტუტი, მედიაციის საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით [IMI]; EÖTVÖS LORÁND University; ბუდაპეშტის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული კონსილიაციის საბჭო; ხორვატიის მედიაციის ასოციაცია; ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრი; ნიუ ჯერსის ადვოკატთა ასოციაციის (NJSBA) დავის გადაწყვეტის განყოფილება.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://www.eventbrite.com/e/building-the-future-of-global-business-tickets-115772736371

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ მეილზე მიიღებთ დეტალურ ინსტრუქციას შეხვედრაში მონაწილეობისათვის.

გისურვებთ წარმატებას!