საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი

26.06.2023

იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ პარტნიორის სიმონ ტაკაშვილის თანავტორობით გამოქვეყნდა შრომის კოდექსის კომენტარი.

კომენტარის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში მოქმედი მეცნიერები, მოსამართლეები, ადვოკატები და სხვა პრაქტიკოსი იურისტები.

სიმონ ტაკაშვილმა როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა თანაავტორებთან ერთად, მოამზადა შრომის კოდექსის რამდენიმე მუხლის კომენტარი. კერძოდ, სიმონ ტაკაშვილის მიერ დამუშავდა სამუშაო დროსთან, ცვლაში მუშაობასთან და სამუშაო დროის შემაჯამებელი აღრიცხვის წესთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე.