სასწავლო კურსი ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებლად

14.10.2016

ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწე წარმატებული იურიდიული ფირმები - „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ და „ეფ ელ ესი“, ასევე, „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში გთავაზობთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ ინტენსიურ სასწავლო კურსს.

კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს გამოცდისთვის მონაწილეთა სრულფასოვნად მომზადება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კომპონენტების მქონე სასწავლო პროცესის საშუალებით, რომელსაც გაუძღვებიან ქართულ სამართლებრივ სივრცეში მოღვაწე მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი იურისტები.

კურსი დაგეგმილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ განსაზღვრული საგამოცდო პროგრამის მიხედვით, თუმცა, გარდა აღნიშნული გამოცდის ჩაბარების მსურველებისა, სასწავლო კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სამართლის შესაბამის დარგებში კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვს.

სასწავლო კურსი ითვალისწინებს შემდეგ დისციპლინებში მომზადებას როგორც ცალ-ცალკე, ასევე, სხვადასხვა დაჯგუფების შესაძლებლობით:

  1. სამოქალაქო სამართალი;
  2. სამოქალაქო სამართლის პროცესი;
  3. სამეწარმეო სამართალი;
  4. საავტორო სამართალი;
  5. შრომის სამართალი;
  6. სისხლის სამართალი;
  7. სისხლის სამართლის პროცესი.

პირველი ორი დისციპლინის (სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი) სტანდარტული ღირებულებაა თითოეულის 350 ლარი, მომდევნო სამის (სამეწარმეო, საავტორო, შრომის სამართალი) – თითოეულის 150 ლარი. რაც შეეხება სისხლის სამართლის მიმართულებას, ჩამოთვლილ ორ საგანზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდებლად - დანარჩენ დისციპლინებზე რეგისტრაციის გარეშე. ცალ-ცალკე ამ ორი საგნის ღირებულება ასევე არის 350 ლარი, ერთობლივად - 600 ლარი. ფასდაკლება გათვალისწინებულია რამდენიმე დისციპლინის არჩევის შემთხვევაში, ამასთან, პირველადი რეგისტრაციის შემდეგ  თავად უზრუნველვყოფთ კურსის ინდივიდუალურ დაგეგმვას განრიგისა და ღირებულების თვალსაზრისით მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შესათავაზებლად.

ტრენინგები ჩატარდება "ჯეი ენდ თი ქონსალთინგისა" და "თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის" ოფისებში.

დეტალური ინფორმაცია სასწავლო კურსის ხანგრძლივობის, განრიგის, ტრენერებისა და ფასების შესახებ შეგიძლიათ გადმოიწეროთ შემდეგი ბმულებიდან:

  1. განრიგი;
  2. ტრენერები;
  3. ფასები.

დაინტერესებულმა პირებმა პირველადი რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ სარეგისტრაციო კითხვარი 2016 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით ბმულზე - პირველადი რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალებზე შესათანხმებლად. საბოლოო რეგისტრაცია და ჯგუფებში განაწილება მოხდება კურსის საფასურის გადახდის შემდეგ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

579 90 45 20

558 04 44 00

tamar.bendeliani@jtconsulting-geo.com

mari.tsitskishvili@jtconsulting-geo.com