შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებთან

09.11.2016

მიმდინარე წლის 4 და 5 ნოემბერს “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველი პარტნიორი UNDP (United Nations Development Program) საქართველოს ოფისის მიწვევით შოტლანდიელ პროფესორთან, ალან პატერსონთან ერთად იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო უფასო იურიდიული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შოტლანდიური გამოცდილების გაზიარება და ქართული კონცეფციის შესაქმნელად დისკუსიის დაწყება. გიორგი ცერცვაძემ უპასუხა უცხოელი ექსპერტის კითხვებს საქართველოში კერძო სამართლის მიმართულებით მართლმსაჯულების განხორციელების ცალკეულ საკითხებზე და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს გაუზიარა “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” გამოცდილება იურიდიული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პროფესორმა პატერსონმა ტრენინგის დასასრულს მადლობა გადაუხადა გიორგი ცერცვაძეს გაწეული დახმარებისათვის და შემდგომში თანამშრომლობის გაგრძელების სურვილიც გამოთქვა.