შრომის სამართლის პრაქტიკული სახელმძღვანელო

02.11.2021

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა გამოსცა ახალი წიგნი - შრომის სამართლის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის აქტუალური სამართლებრივი საკითხების ანალიზს. სახელმძღვანელო ეფუძნება ავტორების იურიდიულ ფირმა ჯეი ენდ თი ქონსალთინგში საქმიანობით მიღებულ გამოცდილებას და ჩართულობას არაერთი მსხვილი კომპანიის შრომითი დავების მართვაში.
 
სახელმძღვანელოს თანაავტორები არიან: იურიდიული ფირმა ჯეი ენდ თი ქონსალთინგის პარტნიორი - სიმონ ტაკაშვილი, უფროსი იურისტი - მათე ხვედელიძე და ჯეი ენდ თი ქონსალთინგის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი - ელისაბედ შენგელია.