სიმონ ტაკაშვილი ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია!

24.11.2023

ჯეი ენდ თი ქონსალთინგის პარტნიორი - სიმონ ტაკაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა!

2023 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსზე 103 საპროექტო განაცხადი იყო დარეგისტრირებული. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 100 პროექტი. შეფასების ეტაპზე გადასული პროექტების შეფასება განხორციელდა ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) 3 ეტაპად. აღნიშული კონკურსის შედეგად კი, სიმონ ტაკაშვილის პროექტი - ,,შრომის სამართალში პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლებრივი მოწესრიგებისა და ქართული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობა ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზების კონტექსტში”, ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად შეირჩა!

ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდი, მთელი გულით ულოცავს სიმონს და უსურვებს წარმატებასა და პროფესიულ წინსვლას.