დავით კალანდაძე

უფროსი იურისტი

დავით კალანდაძემ იურიდიული განათლება  2012-16 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 2018 წელს წარჩინებით დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით.

2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით იგი სტაჟირებას გადიოდა შპს „თბილისის საარბიტრაჟოინტიტუტში“

2017 წელს სტაჟირება გაიარა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.

დავითი ჩვენს გუნდს შეუერთდა 2018 წლის აპრილში. იგი ამჟამად კომპანის ერთ-ერთი იურისტია.

დავითს მანოწილეობა აქვს მიღებული არაერთ ტრენინგში, კოფნერენციასა და იმიტირებულ პროცესში. მისი სტატია „კონფიდენციალურობის პრინციპი მედიაციის პროცესში და ქართული საკანონმდებლო რეალობა„ დაიბეჭდა 2018-2019 წლის დავის ალტერნატიულად გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის წელიწდეულის სპეციალურ გამოცემაში.

დავით კალანდაძის სპეციალობის სფეროებს განეკუთნება სახელშეკრულებო სამართალი, სანივთო სამართალი, საპროცესო სამართალი, მედიაცია და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებები.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.