ნანა თურმანიძე

რეგიონული წარმომადგენელი ბათუმში

 

კარიერა: ნანა თურმანიძე „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ გუნდს 2020 წლიდან შეუერთდა და ამჟამად იკავებს რეგიონული წარმომადგენლის პოზიციას ქალაქ ბათუმში.  იგი კომპანიის კლიენტებს ადგილზე უწევს მომსახურებას ბიზნესის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ კორპორაციულსამართლებრივ საკითხებზე, სამშენებლო ხელშეკრულებების მართვასა და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით. იგი 2023 წელს the Legal 500-ის მიერ დასახელდა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდის“ გამორჩეულ წევრად. საგულისხმოა, რომ მან რეგიონალურ წარმომადგენლამდე გზა კომპანიაში სტაჟიორის პოზიციიდან განვლო.

განათლება: ნანამ  2020 წელს წარმატებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ხოლო 2023 წელს წარმატებით დაიცვა ნაშრომი ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე კერძო სამართლის მიმართულებით. 

პუბლიკაციები: ნანას  გამოქვეყნებული აქვს  სტატიები სამართლის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის, იგი გახლავთ ავტორი 2023 წელს საკორპორაციო სამართლის IV კრებულში გამოქვეყნებული ნაშრომის -    „ორგანიზაციული მართვა და კონკურენციის შესაბამისობა საკორპორაციო სამართალში“,  თანაავტორი 2022 წელს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუს სამართლის მიმოხილვის N4 ორენოვანი ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის „კონკურენციის აკრძალვა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის შესაბამისად“, 2022 წელს  გამოქვეყნებული ორენოვანი წიგნის - „საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის სამართლებრივი და ეკონომიკური გავლენის“  II - კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების და III - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავების ავტორი. ასევე, ნანა  გახლავთ 2023 წელს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის მხარდაჭერით მომზადებული საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარების ასისტენტ-მკვლევარი.

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, თურქული