თათია თურაზაშვილი

იურისტი

კარიერა:  თათია თურაზაშვილი ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდს შემოუერთდა 2021 წლიდან როგორც სტაჟიორი და ამჟამად იგი იკავებს ჯეი ენდ თი ქონსალთინგის იურისტის პოზიციას.

გარდა პრაქტიკული საქმიანობისა თათია აქტიურადაა ჩართული აკადემიურ საქმიანობაშიც. მათ შორის აღსანიშნავია, რომ თათიას გამოქვეყნებული აქვს ნაშრომი აზიური ბიზნეს აკადემიის ჟურნალში, ასევე თათიას ნაშრომი „Big Hit Entertainment: Soar with Multi-Labels Integration, Social Platforms and Innovations“ გამოქვეყნებულია How Asian Brands Soar-ის წიგნების კრებულში - მე-6 ტომეულში. თათიას კვლევითი საქმიანობა უკავშირდება ბიზნეს სამართლის საკითხების კვლევას.

თათია 2023 წლიდან არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული მედიატორი.

თათიას პროფესიული ინტერესებია: საკორპორაციო სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებები.

განათლება: 2021 წელს თათიამ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხური.

2023 წელს თათიამ წარჩინებით დაამთავრა სამართლის მაგისტრატურა ჩინეთში, პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

ამჟამად იგი გახლავთ ევროპისმცოდნეობის მაგისტრანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

წევრობასაქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

 

პუბლიკაციები:

1.Turazashvili,T. Legal and Economic Impact of Georgian Competition Law, Co-author,  Chapter V - Unfair Competition, Chapter VII - Regulation of Fair-Trade Practices in Georgia;

Editors: Giorgi Tsertsvadze, Moritz Jakobs, Meridiani Publishing 2022.

2.Turazashvili,T. Big Hit Entertainment: Soar with Multi-Labels Integration, Social Platforms and Innovations; Co-author; Academy of Asian Business Review, 2021, vol.7, no.1, pp. 67-100 (34 pages).

3.Turazashvili,T. PROMOTING RULE OF LAW IN GEORGIA WITH THE HELP OF MOOT COURT COMPETITIONS; Orange - A European Press Magazine, SPECIAL EDITION WITH THE YOUNG EUROPEAN AMBASSADORS INITIATIVE, 2021.