გამოცემა ეძღვნება ცნობილი ქართველი მეცნიერის, ცივილისტის და საზოგადო მოღვაწის პროფესორ თევდორე ნინიძის დადბადებიდან 65 წლის იუბილეს.

სტატიაში განხილულია სხვადასხვა კლასის აქციათა გამოშვების საკითხი, მისი მნიშვნელობა და მიზეზი, თუ რატომ მიმართავენ კორპორაციები ამ მეთოდს. აგრეთვე, განხილულია მისი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა კორპორაციულ მართვაზე.

იროდიონ სურგულაძე (1892-1945) - უმაღლესი იურიდიული განათლების ერთერთი ფუძემდებელი საქართველოში, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1927), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, სამართლის თეორიის, სამართლის ფილოსოფიის, სახელმწიფო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის და სამართლის ისტორიის ერთერთი მესაძირკვლე საქართველოში, სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრის გამგე, საქართველოს უმაღლესი სასამართლოს წევრი (1925- 1927), საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1930-1932), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944).