იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ კლიენტებს სთავაზობს ყოვლისმომცველ იურიდიულ მომსახურებას კონკურენციის სამართლის სფეროში.

კონკურენციის მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობა ბიზნესის არსებით პრიორიტეტს წარმოადგენს. კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე კონსულტირება ჩვენი პრაქტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

 

კონკურენციის სამართლის ეფექტური აღსრულება

 

ჩვენი მომსახურება მოიცავს იურიდიულ მხარდაჭერას ერთობლივ საწარმოებთან (joint venture), მიწოდების ხელშეკრულებებთან, საჯარო შესყიდვებთან და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებთან დაკავშირებით წარმოშობილ პრობლემურ საკითხებზე. აგრეთვე, კონკურენციის სამართლებრივი რისკების ანალიზს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას - მათ შორის მიწოდებისა და დისტრიბუციის შეთანხმებებში, კომპლექსურ ერთობლივ საწარმოებსა და სხვა ჰორიზონტალურ თანამშრომლობის მექანიზმებში, ლიცენზირების პროცესებში, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეებში. ჩვენი გუნდი კლიენტებს სთავაზობს იურიდიულ მხარდაჭერას კონკურენციის სამართლის ეფექტიან აღსრულებაში, სტრატეგიულ, პრაქტიკულად გამოსაყენებელ რეკომენდაციებს, რათა დაცული იყოს მათი კომერციული ინტერესები. მსხვილი ან მნიშვნელოვანი ბაზრის ძალაუფლების მქონე კომპანიებისთვის ეს ხშირად გულისხმობს წინასწარ შემუშავებულ სტრატეგიულ რჩევებს, რათა მათი კომერციული აქტივობა სრულ შესაბამისობაში იყოს კონკურენციის სამართლებრივ მოთხოვნებთან. ხოლო მცირე კომპანიებისთვის ჩვენი მომსახურება მოიცავს არსებული ბარიერების მოხსნას, კონკურენციის სააგენტოში საქმის წარმოებას და ა.შ. მცირე კომპანიებისთვის აღნიშნული რეგულაციები წარმოადგენს საშუალებას, უკეთ გაიგონ მათთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები.

ჩვენ ვეხმარებით როგორც დიდ, ისე მცირე კომპანიებს, სწორად განსაზღვრონ მოქმედების საზღვრები და დაინახონ, რა ვალდებულებებსა და უფლებებს აწესებს კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

ჩვენი გუნდის ხელმძღვანელი, მმართველი პარტნიორი - გიორგი ცერცვაძე - გახლავთ საქართველოში კონკურენციის სამართლის შესახებ პირველი სახელმძღვანელოს ავტორი. წიგნი გამოიცა ორ ტომად და საქართველოს არაერთი უნივერსიტეტის სილაბუსში შეტანილია როგორც ძირითადი სახელმძღვანელო კონკურენციის სამართლის მიმართულებით. კონკურენციის სამართლის სფეროში აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს კლიენტებს მივაწოდოთ ეფექტური და მაღალი ხარისხის მომსახურება რაც მოიცავს კონკურენციის სააგენტოს წინაშე წარმომადგენლობას, დოკუმენტების კონკურენციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, ხელშეკრულებისა თუ კომერციული შეთანხმების (თანამშრომლობის, მიწოდების, დისტრიბუციის) შედგენას კონკურენციის რეგულაციების გათვალისწინებით, კონსულტაციას ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შესახებ, დავების პრევენციას, არსებული დავების მართვას, კონკურენციის სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის პროცესში კლიენტის ინტერესების დაცვას და ა.შ.