კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ იურისტთა გუნდი  უზრუნველყოფს საკორპორაციოსამართლებრივ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს კომპანიათა  მარეგულირებელი კანონმდებლობის შიდა და გარე კორპორაციულ საკითხებს, მათ შორის კონსულტაციას დაინტერესებული პირისათვის მისთვის სასურველი ფორმის იურიდიული პირის დაფუძნების თაობაზე,  წესდების შედგენას, კომპანიის დაუფლებას, შერწყმას, საკონტროლო პაკეტის ყიდვა-გაყიდვას, საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიათა რესტრუქტურიზაციას და რეორგანიზაციას სტრატეგიულ ალიანსებსა და პარტნიორებთან დაკავშირებულ საკითხებს.

 კომპანიის მომსახურება მოიცავს ზოგად წარმომადგენლობას საკორპორაციო სამართლის დარგში, მათ შორის, წარმომადგენლობას დირექტორთა საბჭოში, პარტნიორთა კრებაზე, კომპანიის სხვადასხვა ორგანოთა ინტერესების დაცვას, ასევე, სამართლებრივ მხარდაჭერას საწარმოთა გადახდიისუნარობის, გაკოტრების, ლიკვიდაციის ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების პროცესში და სამეწარმეო, გადახდისუუნარობის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.