კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ იურისტების გუნდი გთავაზობთ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზართან დაკავშირებულ იურიდიულ მომსახურებას. მომსახურება მოიცავს ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ეროვნული ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებულ რჩევებს.

კომპანიის გუნდი დახმარებას უწევს ღია სააქციო საზოგადოებებს, საინვესტიციო კომპანიებს, საბროკერო კომპანიებს ფასიანი ქაღალდების ბრუნვასთან დაკავშირებულ კომპლექსურ საკითხებზე, მათ შორის, კორპორაციული ფინანსები, პირველადი და მეორადი საჯარო შეთავაზება, ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანზაქციები,  სპეციფიკური ხელშეკრულებების მომზადება. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" გამოცდილება და კონტაქტები, იმისათვის რომ უზრუნველყოს თქვენი კომპანიის აქციების განთავსება შემდეგ საფონდო ბირჟებზე:

  • ლონდონის საფონდო ბირჟა - London Stock Exchange [https://www.londonstockexchange.com/ ],
  • ვენის საფონდო ბირჟა - Vienna Stock Exchange [https://www.wienerborse.at/en/],
  • მილანის საფონდო ბირჟა - Italian Stock Exchange [https://www.borsaitaliana.it/homepage/homepage.en.htm],
  • პრაღის საფონდო ბირჟა - Prague Stock Exchange [https://www.pse.cz/en ],
  • ვარშავის საფონდო ბირჟა - Warsaw Stock Exchange [https://www.gpw.pl/en-home].

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორედ "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" კოორდინაციით უზრუნვლყოფენ აქციების განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურების სრულ პაკეტს.