„ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგი სთავაზობს კლიენტებს დავების საბჭოს (Dispute Board, „DB“) მექანიზმის სრულ იურიდიულ მხარდაჭერას - როგორც მისი დანერგვისა და ადმინისტრირების, ასევე დავებიის საბჭოში წარმომადგენლობის მიმართულებით. 

დავების საბჭო წარმოადგენს დავების გადაყწყვეტის/პრევენციის ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება გრძელვადიან, განსაკუთრებით კი სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ხელშეკრულებებში (მათ შორის FIDIC ტიპის კონტრაქტებში) და მიზნად ისახავს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი უთანხმოებების თავიდან აცილებასა და ეფექტიან მართვას.

 

Dispute Board-ის ორგანიზება და მართვა

 

ჩვენი გუნდი ახორციელებს Dispute Board-ის ორგანიზებასა და მართვას. შეგვიძლია მოვამზადოთ დავის საბჭოს წესები კონკრეტული პროექტისა და მხარეთა საჭიროებებისთვის, დავამატოთ DB-ის მექანიზმი ხელშეკრულების სტრუქტურაში. ჩვენ ვეხმარებით მხარეებს საბჭოს წევრთა შერჩევასა და დანიშვნაში. დავის წარმოშობის შემთხვევაში ვაწვდით სამართლებრივ კონსულტაციას და ვახორციელებთ კლიენტის წარმომადგენლობას დავის საბჭოში: ვაანალიზებთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, ვამზადებთ განცხადებებს, პოზიციებსა და შესაბამის მტკიცებულებებს, ვმონაწილეობთ მოსმენებსა და შეხვედრებში. საჭიროების შემთხვევაში, ვუწევთ მხარდაჭერას DB-ის გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით.

 

ტრენინგებს Dispute Board-ის შესახებ

 

დავის საბჭოს ინსტიტუტის პოპულარიზაციისა და პრაქტიკული გამოყენების

ხელშეწყობის მიზნით, „ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგი პერიოდულად ატარებს თემატიურ ტრენინგებს Dispute Board-ის შესახებ, სადაც დეტალურად განიხილება DB-ის მუშაობის ძირითადი პრინციპები, ხელშეკრულებებში მისი სწორი გათვალისწინების გზები და აქტუალური საერთაშორისო პრაქტიკა. დამატებითი ინფორმაცია Dispute Board-ის თემატიკაზე გამართულ ტრენინგებზე ხელმისაწვდომია ჩვენი ვებ-გვერდის ტრენინგების განყოფილებაში.