„ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგი გთავაზობთ შრომის სამართლის მიმართულებით სრულ იურიდიულ მხარდაჭერას - როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე დასაქმებული პირებისთვის. ჩვენი მიდგომა ეფუძნება ინტერესთა სწორ ბალანსს: ვცდილობთ, რომ შრომითი ურთიერთობის ორივე მხარის უფლებები დაცული იყოს, ხოლო შრომითი ურთიერთობები - გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და მოქმედ შრომით კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.
კომპანიებისათვის ვამზადებთ შრომის ხელშეკრულებებს,შინაგანაწესებს და სხვადასხვა შრომის სამართლებრივ დოკუმენტაციას, ვამუშავებთ შრომის სამართლის პრაქტიკულ სახელმძღვანელოებსა და სტანდარტულ დოკუმენტებს სხვადასხვა დონის პერსონალისთვის. ვუწევთ კონსულტაციას სამუშაო დროის, შვებულებების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, ხელფასისა და ბონუსების, კონფიდენციალურობისა და კონკურენციის შეზღუდვის, დისტანციური მუშაობისა და მოქნილი სამუშაო რეჟიმების რეგულირების საკითხებზე. დავების შემთხვევაში ვახორციელებთ როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის
ინტერესების წარმომადგენლობას შრომით ინსპექციაში, მედიაციაში, სასამართლოში და არბიტრაჟში. ვამზადებთ პრეტენზიებს, სარჩელებსა და შესაგებლებს ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების ფარგლებში. ჩვენი გუნდი აქტიურადაა ჩართული მსხვილი კორპორაციების შრომითი დავების მართვასა და სტრატეგიის განსაზღვრაში.
„ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგის იურისტები შრომის სამართლის სფეროში არა მხოლოდ პრაქტიკოსები, არამედ აქტიური ავტორები და ექსპერტებიც არიან: ჩვენი პარტნიორი - სიმონ ტაკაშვილი და იურისტები თანაავტორები არიან შრომის სამართლის პრაქტიკული სახელმძღვანელოსა და საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარის, აგრეთვე შრომის სამართალსა და შრომით დავებზე გამოქვეყნებული მრავალი ბლოგებისა და სტატიების. შრომის სამართლის მიმართულებით ჩვენი გუნდი სისტემატურად ატარებს ტრენინგებსა და სასწავლო კურსებს იურისტებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. ტრენინგები ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე და ასახავს როგორც სასამართლო პრაქტიკის, ისე კანონმდებლობის ბოლო ცვლილებებს.