„ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ კლიენტებს სთავაზობს იურიდიული დახმარების გაწევას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში. აუცილებელია, მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან. ჩვენი იურისტები მჭიდროდ თანამშრომლობენ კლიენტებთან და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებისას უზრუნველყოფენ კლიენტი კომპანიების საჭიროებების გათვალისწინებას, მათი ინტერესებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვას.
2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ახალი კანონის ძირითადი ნაწილი. ახალმა კანონმა საჯარო დაწესებულებებსა და რიგ კერძო ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება დაუწესა. აღნიშნული სიახლე ძალაშია 2024 წლის 1 ივნისიდან. აღნიშნული კანონი ასახავს GDPR-ის მონაცემთა დაცვის პრინციპებს, როგორიცაა მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მონაცემთა მინიმიზაცია, მონაცემთა ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და ინდივიდუალური უფლებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა.
ახალი კანონით განისაზღვრა ის დაწესებულებები, რომლებშიც სავალდებულო იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე) არსებობა, მათ შორისაა ორგანიზაცია, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.
ჩვენი გუნდი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში იურიდიულ დახმარებას უწევს საქართველოში მოქმედ მსხვილ კომპანიებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ჩვენი მომსახურება მოიცავს:
ახალი კანონი ორგანიზაციებს ავალდებულებს, განახორციელონ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებაში, მათ შორისაა:
გარემოებების დადგენის კრიტერიუმები და შეფასების წესი.