„ჯეი ენდ თი“ ქონსალთინგი გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, როგორც დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებების მიღების, ისე უცხოური სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების პროცესში, როგორ ქართულ, ასევე უცხოურ სასამართლოებში. ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული არბიტრაჟის პრაქტიკულ და აკადემიურ განვითარებაში და ამ მიმართულებით ამზადებს სპეციალიზებულ პუბლიკაციებსა და გზამკვლევებს. უზრუნველყოფის ზომების მიმართულებით ვახორციელებთ სტრატეგიას ქონებისა და მოთხოვნის დაცვისთვის, მათ შორის: ქონებაზე ყადაღის დადება, აქტივების გაყინვა, შესრულებისგან თავის არიდების პრევენცია, მტკიცებულებებისა და ინფორმაციის დაცვა და სხვა დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. გაგიწევთ კონსულტაციას, როდის სჯობს უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართვა ადგილობრივ/უცხოურ სასამართლოში და როდის უშუალოდ საარბიტრაჟო ტრიბუნალთან, მოვამზადებთ შესაბამის განცხადებებს, და საჩივრებს.



საქართველო არის 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის (უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ 1958 წლის ნიუ იორკის კონვენცია) მონაწილე სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა- აღსრულებისას ამ კონვენციაზე და შიდა კანონმდებლობაზე ერთობლივად არის დამყარებული. ჩვენი გუნდი ამ მიმართულებით საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტია და არის The Legal 500-ის „International Arbitration Country Comparative Guide“- ის ავტორი იმ ნაწილში რომელიც საქართველოს ეხება, სადაც დეტალურად არის აღწერილი საქართველოში საარბიტრაჟო შეთანხმებებისა და საერთაშორისო/ადგილობრივი გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი ჩარჩო.

 

განაცხადების მომზადება უცხოური და შიდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე

 

ჩვენ შეგვიძლია სრული წარმომადგენლობის განხოცეილება და ამ მიზნით, განაცხადებების მომზადება უცხოური და შიდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების შესახებ, გავაანალიზოთ ნიუ-იორკის კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უარის საფუძვლები, განვახორციელოთ კლიენტის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციას გავუწევთ კლიენტებს უცხოელ პარტნიორ იურისტებთან სხვა იურისდიქციებში სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს, მათ შორის, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებას უცხოეთში, რაც გვაძლევს საშუალებას კომპლექსურად განვიხილოთ ტრანსსასაზღვრო აღსრულების საკითხები. უზრუნველყოფის ზომებისა და სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების მიმართულება ჩვენს ფირმაში მჭიდროდ არის დაკავშირებული კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობასთან. ჩვენი პარტნიორის სამართლის დოქტორ ოთარ მაჩაიძის მონოგრაფია და სტატია საარბიტრაჟო უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და აღსრულების თავისებურებებზე, საერთაშორისო არბიტრაჟის ხელშეწყობის მიზნით გამოცემული წიგნები და კვლევები, ასევე Legal 500-ის გზამკვლევის საქართველოს სექცია ასახავს იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ კლიენტებთან.