ენერგეტიკის სექტორის დინამიკური განვითარების საკითხი დღითი დღე უფრო აქტუალურია. საზოგადოების ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად იზრდება მისი ენერგეტიკული საჭიროებები. ენერგიის წარმოების გაუმჯობესება, ენერგიის წყაროების გამოყენება, განახლებადი ენერგიის წარმოება და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა სწორედ ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც დგას ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ბიზნეს სუბიექტები. ბუნებრივია, ყველა გამოწვევის გამკლავება შეიძლება საკითხის/საქმის დეტალური ანალიზით, სათანადო მომზადებთ და პრობლემების გადაჭრის პროფესიონალური მიდგომებით.

ჩვენი კომპანიის - "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" იურისტთა გუნდი სწორედ მისთვის დამახასიათებელი პროფესიონალური მიდგომებით დაგეხმარებათ, რომ წარმატებით გაუმკლავდეთ თქვენს წინაშე არსებულ ან/და სამომავლო გამოწვევებს. კომპანია გაგიწევთ სამრთლებრივ მხარდაჭერას ელექტროენერგეტიკის, ნავთობის და ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვებაში და თქვენთან ერთად გაივლის საქმიანობის განხორციელებისთვის  საჭირო ყველა პროცედურას, გაგიწევთ სამართლებრივ დახმარებას ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობაში, ასევე, სპეციფიკური ხელშეკრულებების მომზადებასა და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული რისკების ანალიზში.