სატელეკომუნიკაციო და მაღალი ტექნოლოგიების კომპანიებთან მუშაობის დაახლოებით ათწლიანი გამოცდილება კომპანიის იურისტებს აძლევთ შესაძლებლობას შემოგთავაზოთ ქართული ბაზრისთვის ეს საკმაოდ იშვიათი მომსახურება.

მომსახურების სპექტრი მოიცავს როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში სამართლებრივ მხარდაჭერას, ასევე, სპეციფიკური ხელშეკრულებების (ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულება) მომზადებას და მათთან დაკავშირებული რისკების ეფექტურ შეფასებას. ჩვენი იურისტები ასევე დაგეხმარებიან სიხშირეების, ნუმერაციის რესურსის მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებში და თქვენთან ერთად გაივლიან ამ სფეროში საქმიანობისათვის სავალდებულო ნებისმიერი ლიცენზიისა თუ ნებართვის აღებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას.