ჩვენი გუნდი გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ტვირთის ყველა ტიპის გადაზიდვასთან და ლოჯისტიკურ პროცესებთან დაკავშირებით – როგორც ტვირთის

მფლობელებისთვის, ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე გადამზიდავებისა და ლოჯისტიკური ოპერატორებისთვის. ჩვენ შეგვიძლია სრული სამართლებრივი მხარდაჭერა სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო, მათ შორის შერეული გადაზიდვების მიმართულებით, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტრანსპორტირებისას.

 

გადაზიდვისა და ლოჯისტიკური მომსახურების ხელშეკრულებების შედგენა და გადახედვა

 

ჩვენი მომსახურება მოიცავს გადაზიდვისა და ლოჯისტიკური მომსახურების ხელშეკრულებების შედგენასა და გადახედვას, ტრანსპორტირებისა და შენახვის

ეტაპებზე დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებასა და ანალიზს, CMR კონვენციის, საზღვაო გადაზიდვებში გამოყენებული საბორტო დოკუმენტების (Bill of Lading / BL-ის მომზადება ჰააგა-ვიზბის კონვენციის მიხედვით) და სხვა საერთაშორისო საკონვენციო რეჟიმების პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებულ რჩევებს.

 

ინკოტერმსის (Incoterms) პირობების სწორი შერჩევა და გამოყენება

 

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინკოტერმსის (Incoterms) პირობების სწორ შერჩევასა და გამოყენებას. ჩვენ გაგიწევთ იურიდიულ კონსულტაციას ინკოტერმსის ვაჭრობის სტანდარტულ პირობებთან დაკავშირებით, დაგეხმარებით განსაზღვროთ რისკისა და ხარჯების გადანაწილება, პასუხისმგებლობის გადატანის მომენტი და მხარეთა ვალდებულებები ტრანსპორტირებასთან, ექსპორტ-იმპორტის ფორმალობებთან და დაზღვევასთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მოგიმზადებთ ხელშეკრულების პირობებს ისე, რომ ისინი სრულ შესაბამისობაში იყოს მხარეების მიერ შერჩეულ ინკოტერმსის პირობებთან  და თავიდან იქნას აცილებული ინტერპრეტაციისა და დავების რისკი.