იურიდიული ტექსტის თარგმანი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

19:00 27 თებერვალი, 2023

2 საათი

ტრენერები: გიორგი ცერცვაძე, ქეთევან კვეტენაძე

2023 წლის 27 თებერვალს,  19:00 საათზე გაიმართება ტრენინგი თემაზე: იურიდიული ტექსტის თარგმანი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.

დარგობრივი თარგმანი თავისებური სპეციფიკითა და სირთულეებით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია მთარგმნელმა გაართვას თავი ტექნიკურად, ენობრივად, სტილისტურად და შინაარსობრივად გამართული თარგმანის შექმნას. თუმცა, ამ გზაზე იგი გარკვეულ სირთულეებს აწყდება, რაც ენათა და კულტურათა განსხვავებებით არის განპირობებული.

ტრენინგის ფარგლებში განვიხილავთ იურიდიული ტექსტების/დოკუმენტების თარგმნის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის მეთოდებს. ყურადღებას გავამახვილებთ თარგმანმცოდნეობისა და მისი მომიჯნავე დისციპლინების მეთოდოლოგიის გამოყენების მნიშვნელობაზე მთარგმნელობითი საქმიანობისა და ტექსტის სწორი ინტერპრეტაციის პროცესში.

ტრენინგი გაიმართება იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჟ. შარტავას 40, მე-9 სართული. ხანგრძლივობა 2 საათი.

ტრენინგზე დამსწრე პირებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაცია