მედიაციის საერთაშორისო ტრენინგი საქართველოში

19:36 28 მარტი, 2024

67 საათი

წარმოგიდგენთ „ედვარდსის მედიაციის აკადემიის“ და „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ურთიერთთანამშრომლობით ორგანიზებულ მედიაციის სასერტიფიკატო კურსს - „მედიაციის საერთაშორისო ტრენინგი საქართველოში”, რომელიც აღიარებულია როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში და წარმოადგენს მედიატორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ამერიკულ ონლაინ სასწავლო რესურს, ასევე აკრედიტებულია საქართველოში სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ. შესაბამისად, მსმენელებს შესაძლებლობას აძლევს ერთდროულად მიიღონ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარებული სერტიფიკატი.

  • კურსი ქართული აუდიტორიისთვის სპეციალურად ითარგმნა ქართულ ენაზე და მისი ღირებულება მხოლოდ ამავე აუდიტორიისთვის 997 აშშ დოლარის ნაცვლად შეადგენს 250 აშშ დოლარს;
  • კურსის ხანგრძლივობა 67 საათია, რომლის ძირითადი ნაწილის გავლა შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში სახლიდან ან/და ოფისიდან გაუსვლელად, რეგისტრაციიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში; ხოლო მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ ერთი წლის განმავლობაში გაიაროთ 3 (სამი) დღიანი – 24 საათის ხანგრძლივობის პრაქტიკული აქტივობები, „ედვარდსის მედიაციის აკადემიის“ ადგილობრივი პარტნიორის „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ბაზაზე, აკრედიტებული ტრენერების ხელმძღვანელობით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში;

კურსის დასრულების შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ გაიაროთ საქართველოში მედიატორის აკრედიტაციისთვის საჭირო შემდეგი ეტაპები და ასევე, ჩვენს უცხოელ პარტნიორთან თანამშრომლობით გახდებით „ედვარდსის მედიაციის აკადემიის წევრი“ და თქვენთვის, როგორც წევრისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება მედიაციის სფეროში მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი სპეციალისტების ვებინარები, ინტერვიუები, ბლოგები და სხვა დამხმარე მასალები.

კურსზე რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე:
https://edwardsmediationacademy.com/international-mediation-training-in-georgia/

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკონტაქტო საშუალებებით : მარი ციცქიშვილი – მეილი: mari.tsitskishvili@jtconsulting-geo.com, ტელეფონი: +995 558 04 44 00
ნანა თურმანიძე – მეილი: nana.turmanidze@jtconsulting-geo.com, ტელეფონი: +995 595 50 92 61

რეგისტრაცია