ნარდობის ხელშეკრულების მოშლა და გასვლა საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკაში

19:00 12 ოქტომბერი, 2022

2 საათი

ტრენერი: ოთარ მაჩაიძე

 

2022 წლის 12 ოქტომბერს 19:00 საათზე გაიმართება ტრენინგი თემაზე: ნარდობის ხელშეკრულების მოშლა და გასვლა საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკაში.

ნარდობის ხელშეკრულება თავის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სამართლებრივი ინსტიტუტია. მისი გამოყენება განსაკუთრებულად მზარდია მსხვილი სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას. შესაბამისად, მხარეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ განჭვრეტადი იყოს ქართული  საკანონმდებლო მოწესრიგება, ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა  წყდება არა მისი შესრულებით, არამედ ხელშეკრულების მოშლით ან გასვლით.  ტრენინგზე განხილული იქნება ხელშეკრულების მოშლის და ხელშეკრულებიდან გასვლის განსხვავებები, ასევე ამ ინსტიტუტების სამართლებრივი საფუძვლები და შედეგები პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით.

ტრენინგი გაიმართება იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჟ. შარტავას 40, მე-9 სართული. ხანგრძლივობა 2 საათი.

ტრენინგზე დამსწრე პირებს გადაეცემათ ელექტრონული სერთიფიკატები.  მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა.

 

რეგისტრაცია