კომპანია “ჯეი ენდ თი” ქონსალთინგის გუნდი გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას კორპორაციებსა და ინვესტიციებთან მიმართებით, კერძოდ, საბანკო, სადაზღვევო, საინვესტიციო, ფასიანი ქაღალდებისა და საკორპოაციო სამართალში.  

მომსახურება მოიცავს ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევას, დადგენილ სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, მონაწილეობას წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ხელშეკრულებების და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადებას და სარეგისტრაციოდ წარდგენას.  ასევე, სამართლებრივი პროცესების მართვას და კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამთავრობო,  კერძო თუ თვითრეგულირებად ორგანოებში.

მომსახურებას გთავაზობთ ჩვენთვის ტრადიციულად ხუთ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად, გერმანულად და თურქულად. 

საკორპორაციო სამართალი

კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ იურისტთა გუნდი  უზრუნველყოფს საკორპორაციოსამართლებრივ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს კომპანიათა  მარეგულირებელი კანონმდებლობის შიდა და გარე კორპორაციულ საკითხებს, მათ შორის კონსულტაციას დაინტერესებული პირისათვის მისთვის სასურველი ფორმის იურიდიული პირის დაფუძნების თაობაზე,  წესდების შედგენას, კომპანიის დაუფლებას, შერწყმას, საკონტროლო პაკეტის ყიდვა-გაყიდვას, საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიათა რესტრუქტურიზაციას და რეორგანიზაციას სტრატეგიულ ალიანსებსა და პარტნიორებთან დაკავშირებულ საკითხებს.  კომპანიის მომსახურება მოიცავს ზოგად წარმომადგენლობას საკორპორაციო სამართლის დარგში, მათ შორის, წარმომადგენლობას დირექტორთა საბჭოში, პარტნიორთა კრებაზე, კომპანიის სხვადასხვა ორგანოთა ინტერესების დაცვას, ასევე, სამართლებრივ მხარდაჭერას საწარმოთა გადახდიისუნარობის, გაკოტრების, ლიკვიდაციის ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების პროცესში და სამეწარმეო, გადახდისუუნარობის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.

საბანკო სამართალი

კომპანია "ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას კომრეციული ბანკების ლიცენზირებისთვის საჭირო ყველა პროცედურაში, ასევე სამართლებრივ მხარდაჭერას უკვე დაფუძნებული კომერციული ბანკების საქმიანობის ყველა მიმართულებით, რაც შეიძლება საჭიროებდეს იურიდიულ მხარდაჭერას. მომსახურების სპექტრი ასევე, მოიცავს ბანკების კორპორატიული კლიენტების დახმარებას საბანკო პროდუქტების (საბანკო გარანტია, საბანკო კრედიტი, ანაბარი და ა.შ.) შეძენის პროცესში და კომერციულ ბანკებთან წარმოშობილი ნებისმიერი სადავო საკითხის გადაწყვეტისას.     

ფასიანი ქაღალდების სამართალი

კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ იურისტების გუნდი გთავაზობთ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზართან დაკავშირებულ იურიდიულ მომსახურებას. მომსახურება მოიცავს ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ეროვნული ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებულ რჩევებს. კომპანიის გუნდი დახმარებას უწევს ღია სააქციო საზოგადოებებს, საინვესტიციო კომპანიებს, საბროკერო კომპანიებს ფასიანი ქაღალდების ბრუნვასთან დაკავშირებულ კომპლექსურ საკითხებზე, მათ შორის, კორპორაციული ფინანსები, პირველადი და მეორადი საჯარო შეთავაზება, ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანზაქციები,  სპეციფიკური ხელშეკრულებების მომზადება. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" გამოცდილება და კონტაქტები, იმისათვის რომ უზრუნველყოს თქვენი კომპანიის აქციების განთავსება შემდეგ საფონდო ბირჟებზე: * ლონდონის საფონდო ბირჟა - London Stock Exchange [https://www.londonstockexchange.com/ ], * ვენის საფონდო ბირჟა - Vienna Stock Exchange [https://www.wienerborse.at/en/], * მილანის საფონდო ბირჟა - Italian Stock Exchange [https://www.borsaitaliana.it/homepage/homepage.en.htm], * პრაღის საფონდო ბირჟა - Prague Stock Exchange [https://www.pse.cz/en ], * ვარშავის საფონდო ბირჟა - Warsaw Stock Exchange [https://www.gpw.pl/en-home]. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორედ "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" კოორდინაციით უზრუნვლყოფენ აქციების განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურების სრულ პაკეტს. 

საინვესტიციო სამართალი

ინვესტიციები - პირდაპირი უცხოური ინევსტიციების სამართლებრივი მხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და იგი, თავის მხრივ, რამდენიმე ასპექტს მოიცავს.საინვესტიციო კონსალტინგი - ჩვენ დაგეხმარებით თქვენი საინვესტიციო გეგმების პოტენციური სამართლებრივი რისკების შეფასებაში და გაგიადვილებთ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული გადაწყვეტილების მიღებას. საინვესტიციო კონტრაქტის სამართლებრივი შეფასება და მოლაპარაკებების მხარდაჭერა - თუ თქვენი გადაწყვეტილება პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით დადებითია, ჩვენ გეხმარებით საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტის მომზადებასა და მოლაპარაკების ისე წარმოებაში, რომ თქვენი ინტერესები მაქსიმალურად იქნეს დაცული. საინვესტიციო პროექტის სამართლებრივი რისკების მართვა და პრევენცია - კონტრაქტის გაფორმებისა და საინვესტიციო პროექტის განხორციელების პროცესში სამართლებრივი რისკების დროული აღმოჩენა და მათი პრევენცია თქვენი წარმატებისთვის აუცილებელია. ეს საქმეც შეგიძლიათ ჩვენ მოგვანდოთ. საინვესტიციო დავაში კლიენტის ინტერესების დაცვა - თუ, სამწუხაროდ, თქვენი პროექტის გადარჩენა და მოსალოდნელი ზიანის კომპენსაცია მხოლოდ სამართლებრივი დავის რეჟიმშია შესაძლებელი, ჩვენ ამ შემთხვევაშიც გთავაზობთ მაღალ პროფესიულ დონეზე ორგანიზებულ იურიდიულ მხარდაჭერას. უცხოელ კოლეგებთან არსებული საერთაშორისო კონტაქტები ჩვენი მხრიდან კომპლექსური და სრული სერვისის შეთავაზების უმთავრესი გარანტიაა. 

სადაზღვევო სამართალი

იურიდიული ფირმა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" გუნდი გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას სადაზღვევო სფეროში.  მომსახურება ძირითადად მოიცავს სადაზღვევო საქმიანობით დაინტერესებული პირის მხარდაჭერას/წარმომადგენლობას შესაბამის უწყებებთან ურთიერთობაში დაზღვევის საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზიის მიღების მიზნით, კლიენტების სამართლებრივ მხარდაჭერას  ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სადაზღვევო სტრატეგიის სწორად შერჩევასა  და სადაზღვევო პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებული რისკების სამართლებრივ ანალიზს. ჩვენი იურისტები ასევე, დაგეხმარებიან ზემოაღნიშნულ საკითხებზე სადაზღვევო კომპანიასთან წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოების სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში.