კომპანია “ჯეი ენდ თი” ქონსალთინგის გუნდი გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკის სფეროში.  რაც გულისხმობს სამართლებრივ მხარდაჭერას მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში, სპეციფიკური ხელშეკრულებების მომზადებას, ასევე, ჩართულობას საქმიანობისათვის სავალდებულო ლიცენზიის თუ ნებართვის აღებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურაში და სხვა.

მომსახურებას გთავაზობთ ჩვენთვის ტრადიციულად ხუთ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად, გერმანულად და თურქულად. 

სატელეკომუნიკაციო სამართალი

სატელეკომუნიკაციო და მაღალი ტექნოლოგიების კომპანიებთან მუშაობის დაახლოებით ათწლიანი გამოცდილება კომპანიის იურისტებს აძლევთ შესაძლებლობას შემოგთავაზოთ ქართული ბაზრისთვის ეს საკმაოდ იშვიათი მომსახურება. მომსახურების სპექტრი მოიცავს როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში სამართლებრივ მხარდაჭერას, ასევე, სპეციფიკური ხელშეკრულებების (ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულება) მომზადებას და მათთან დაკავშირებული რისკების ეფექტურ შეფასებას. ჩვენი იურისტები ასევე დაგეხმარებიან სიხშირეების, ნუმერაციის რესურსის მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებში და თქვენთან ერთად გაივლიან ამ სფეროში საქმიანობისათვის სავალდებულო ნებისმიერი ლიცენზიისა თუ ნებართვის აღებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას. 

ენერგეტიკის სამართალი

ენერგეტიკის სექტორის დინამიკური განვითარების საკითხი დღითი დღე უფრო აქტუალურია. საზოგადოების ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად იზრდება მისი ენერგეტიკული საჭიროებები. ენერგიის წარმოების გაუმჯობესება, ენერგიის წყაროების გამოყენება, განახლებადი ენერგიის წარმოება და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა სწორედ ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც დგას ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ბიზნეს სუბიექტები. ბუნებრივია, ყველა გამოწვევის გამკლავება შეიძლება საკითხის/საქმის დეტალური ანალიზით, სათანადო მომზადებთ და პრობლემების გადაჭრის პროფესიონალური მიდგომებით. ჩვენი კომპანიის - "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" იურისტთა გუნდი სწორედ მისთვის დამახასიათებელი პროფესიონალური მიდგომებით დაგეხმარებათ, რომ წარმატებით გაუმკლავდეთ თქვენს წინაშე არსებულ ან/და სამომავლო გამოწვევებს. კომპანია გაგიწევთ სამრთლებრივ მხარდაჭერას ელექტროენერგეტიკის, ნავთობის და ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვებაში და თქვენთან ერთად გაივლის საქმიანობის განხორციელებისთვის  საჭირო ყველა პროცედურას, გაგიწევთ სამართლებრივ დახმარებას ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობაში, ასევე, სპეციფიკური ხელშეკრულებების მომზადებასა და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული რისკების ანალიზში.